მთავარი პროკურატურა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, გამოძიების შედეგად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დავით სესიაშვილს, ქურდობის ფაქტთან, რომელსაც შსს-ს იძიებს, შეხება არ აქვს.პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას.