უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა. როგორც ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე გამოწვევად რჩება მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, რომლებიც საქმეთა გაჭიანურების გარეშე დროულ განხილვას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე საუბრებს, გვენეტაძის თქმით, პრობლემატურ არასამთავრობო სექტორთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.