"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით, მას 5-6 კაცი სცემდა და მათგან ორი პირის ამოცნობა შეუძლია - Palitra News

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით, მას 5-6 კაცი სცემდა და მათგან ორი პირის ამოცნობა შეუძლია

2020-09-30 13:04:43+04:00

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია. მისი თქმით, თავდაპირველად მცდელობა იყო მისი სამუშაო ტექნიკის დაზიანების შემდეგ კი პირადად მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.

ჟურნალისტი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს რომ ორი კვირის წინ მას მოკვლით "ქართული ოცნების" დეპუტატი ემუქრებოდა თუმცა მუქარას სამარტალდამცველი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.