საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 20-21 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა. კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის და ევროკავშირისთვის ნათელია, რომ აუცილებელია ამ მოვლენების ბოლომდე გამოძიება, გამომდინარე მისგან მიყენებული ფსიქოლოგიური თუ, ფიზიკური ჭრილობებიდან. ელჩის განმარტებით, „მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა, რადგან ყველას სჭირდება პასუხები“. რაც შეეხება კითხვას, რომელიც დემონსტრანტების მოთხოვნაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ეხება, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ამაზე დეტალური კომენტარის გაკეთებას.