მთავარ პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ “მკურნალის“ მიერ დაზარალებული ექიმების აქცია გაიმართა.
ექიმებმა ერთობლივი განცხადება შეიტანეს პროკურატურაში, მათ განცხადებას აუდიო მასალაც დაურთეს სადაც მათი თქმით მკურანლის დირექტორი ალექსანდრე ტალახაძე სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებს.
პროკურატურაში დაზარალებულებთან ერთად მათი უფლება დამცველიც იმყოფებოდა, მისი განცხადებით აღნიშნული საქმე მკურნალის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოს უნდა გადაეცეს.