მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" დარეგისტრირდა - Palitra News

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" დარეგისტრირდა

2019-03-30 15:35:34+04:00

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ერთობის მიზანია იმ სისტემის დასრულება, რომელიც ჩაგრავს ადამიანს და რომელიც ცდილობს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას. ბლოკის წევრების განცხადებით, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა პარტიებს შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ.