მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა და მისი შტაბის ხელმძღავანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, რამდენიმე დღის უკან, მისი შტაბის წევრებს დაუკავშირდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი და მოსთხოვა,მთაწმინდის რაიონში არსებული საარჩევნო ბანერების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა, მიუხედავად იმისა რომ არანაირი კანონი და წესდება არ კრძალავს საპრომოციო ბანერების ამ ფორმით განთავსებას.