საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოში მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა.
ექვსი დღის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა გეოდეზიური ხელსაწყოების და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მყინვარმწვერის სტრუქტურა გამოიკვლიეს. ახალი მონაცემებით ყაზბეგში მდებარე მყინვარწვერის სიმაღლე ზღვის დონიდან 5 054 მეტრია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთის სიმაღლის გაზომვის პირველი შემთხვევაა.