იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 3 მილიონ 500 ათასი დოლარით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 376 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 379 მილიონ 800 ათასი დოლარი იყო. "საქსტატის" ცნობით, შემცირების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მეორე ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.