იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 4 მილიონი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გასულ ორ თვეში ავტომობილების იმპორტმა 66 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-თებერვალში ეს მონაცემი 62 მილიონ 900 დოლარი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ "საქსტატის"ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მე-3 ადგილს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, გარკვეული კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.