2017 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს 2016 წლის იანვართან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 2.1%-ით არის შემცირებული. კერძოდ, იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, 2016 წლის იანვარში კი იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.