2017 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 145 მილიონი დოლარი იყო. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 139 მილიონი დოლარი შეადგინა.