2017 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 185 მილიონი დოლარი იყო. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 181 მილიონი დოლარი შეადგინა.