მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა - Palitra News

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

2020-04-21 17:14:42+04:00

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. შეგახსენებთ, მანამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.