17 აგვისტოს მსოფლიოში პირველი ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდი აფრინდა და წარმატებით დაეშვა ინგლისში. დირიჟაბლი, რომელიც ჰელიუმით არის სავსე, არის ჰიბრიდი, რომელიც აერთიანებს თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და საჰაერო ბუშტების ტექნოლოგიებს. საჰაერო ხომალდი, სახელად Airlander,1092 მეტრია სიგრძეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავზე გრძელია. თუმცა ხომალდი შემუშავებულია ისე, რომ სიმსუბუქე შეინარჩუნოს და ცაში 6100 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან მგზავრებთან ერთად გაძლოს 5 დღის განმავლობაში, ხოლო მათ გარეშე კი 2 კვირა შეძლოს ფრენა.