60 წლის უიშვიათესი შოტლანდიური ვისკი Macallan ონლაინ-აუქციონზე, რომელიც სააუქციონო სახლმა Whisky Auctioneer მოაწყო, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ ბრიტანული Sky News-ი ავრცელებს ინფორმაციას.
ეს რარიტეტი იყო ნაწილი მსოფლიოში უმსხვილესი კერძო კოლექციის, რომელსაც 20 წელი აგროვებდა ამერიკელი ბიზნესმენი რიჩარდ გუდინგი. მის კოლექციაში შედის ისეთი იშვიათი ბრენდის ვისკები, როგორიცაა: Bowmore და Springbank, ასევე Stromness და Dallas Dhu. მათი გამოცემა უკვე შეწყვეტილია და ყველა მათგანი გუდინგის ოჯახმა აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად. თავად ბიზნესმენი 2014 წელს გარდაიცვალა.
კოლექციის ნახევარი 2020 წლის თებერვალში გაიყიდა 3 მილიონ 290 ათას გირვანქად. ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ათას 642-მა კოლექციონერმა. კოლექციის მეორე ნაწილის აუქციონი კი გასული წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მხოლოდ ახლა გაიმართა და მასზე 3 მილიონ 400 ათასი გირვანქა ივაჭრეს. ამ შემთხვევაში აუქციონში ჩართული იყო ათას 557 კოლექციონერი.