მსოფლიოში ალმასებით ვაჭრობის უმსხვილესმა პლატფორმამ RapNet-მა, რუსეთიდან ძვირფასი ქვების გაყიდვები აკრძალა.
აკრძალვა ყველა პროდუქციას ეხება, რომლებიც რუსეთიდან 24 თებერვლის შემდეგ მივიღეთ, მათ შორის, არის დაუმუშავებელი რუსული ალმასებიც, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშავდება. აკრძალვა ეხება იმ კომპანიების პროდუქციას, რომელთა 50% ან მეტი სანქციების ქვეშ არიან.
შეგახსენებთ, რომ RapNet მსოფლიოში უმსხვილესი პლატფორმაა ბრილიანტებით ვაჭრობაში, ყოველდღიურად მასზე დაახლოებით 1,8 მილიონი ოდენობის ბრილიანტის განთავსება ხდება, რომელთა საერთო ღირებულება 8,7 მილიარდი დოლარია. 121-ზე მეტ ქვეყანაში მას 20 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავს.
რაც შეეხება რუსეთს, ის ალმასის მსოფლიო ბაზრის 30%-ს მოიცავს, რაც უთუოდ აისახება ორივე მხარეზე.
ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში აშშ-მა და ევროსაბჭომ სანქციების ქვეშ მოაყოლეს რუსული კომპანია „ალროსი“, რომელიც მსოფლიოში ალმასის კარატებში უმსხვილესი მწარმოებელია.