თბილისში ახალი კაფე-რესტორანი "მადო" გაიხსნა. ბრენდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი და სახელი ნაყინის წარმოების განსხვავებული ტექნოლოგიით გაითქვა. როგორც კაფე-რესტორნის წარმომადგენლები აცხადებენ, თხის რძისგან დამზადებული ნაყინი უნიკალური გემოვნური თვისებებით ხასიათდება.
"მადოში" მომხმარებელს დესერტების გარდა შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ხმელთაშუა ზღვის, ევროპული და ქართული სამზარეულო.