მსოფლიოში წითელას შემთხვევები 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გასამმაგდა. ამის შესახებ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იტყობინება. ორგანიზაციის ცნობით, წითელათი დაიფიცირების შემთხვევების ზრდა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება. თუმცა, ყველაზე მძიმე ვითარება ამ მხრივ აფრიკაშია, სადაც წინა წელთან შედარებით დაინფიცირების შემთხვევები 700 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტად დაავადებამ უკრაინა, მადაგასკარი და ინდოეთი დააზარალა, სადაც მილიონ ადამიანზე ათობით ათასი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წლის სექტემბრის შემდეგ მხოლოდ მადაგასკარში წითელათი 800 ადამიანი დაიღუპა. წითელას ეპიდემიაა ბრაზილიაში, პაკისტანსა და იემენშიც.