მსოფლიოში სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების საბაზრო წილი მცირდება, ელექტრონული კომერცისა და დისკაუნტერების კი იზრდება. კანტარ უორლდპანელის კვლევის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წილი 52%-მდე შემცირდა, 2021 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 48%-მდე ჩამოვა. ამავე კვლევით, ელექტრონული ვაჭრობის წილი 7,5%-მდე გაიზრდება, დისკაუნტერების კი 6,5%-მდე.