მსოფლიოში შუშის ყველაზე გრძელი ხიდი ჩინეთში მდებარეობს. ხიდი 518 მეტრის სიგრძისაა და 100 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული. ხიდის თითოეული შუშა სამნახევარი სანტიმეტრის სისქისაა და 4700 კილოგრამს უძლებს. ხიდს მთლიანობაში ერთდროულად 2600 ადამიანის მიღება შეუძლია.