ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში შობადობის რიცხვი შემცირდა. მკვლევრები აცხადებენ, რომ შედეგი მათთვის გასაოცარი იყო. მათი თქმით, მსოფლიოს მალე უფრო მეტი ბებია და ბაბუა ეყოლება, ვიდრე შვილიშვილი. მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს თითქმის ნახევარ ქვეყანაში "ბავშვების დეფიციტია". ეს ნიშნავს იმას, რომ პოპულაციის რაოდენობის შენარჩუნებისთვის, ქვეყანაში ბავშვების არასაკმარისი რაოდენობაა. 1950-იან წლებში ქალებს საშუალოდ 4 შვილი ჰყავდათ. გასულ წელს ეს რიცხვი ორამდე შემცირდა, თუმცა დიდი განსხვავებაა ქვეყნებს შორისაც. მაგალითად ნიგერში ერთ ქალს საშუალოდ 7 შვილი ჰყავს, მაშინ როდესაც კვიპროსზე ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთს აჩენს. ექსპერტების თქმით, ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს, შობადობის მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვს.