პლატფორმა Kickstarter-ზე პროექტი Zanco Tiny T1 გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა ტელეფონების წარმოებისთვის აგროვებს ფულს. ტელეფონზე კომპანია Clubit New Media მუშაობს. მისი სიგრძე 47 მილიმეტრია. ტელეფონი ინახავს 300 კონტაქტს, 50 წერილსა და 50 ბოლოს შემოსულ ზარს. აკუმულატორი 3 დღის განმავლობაში ძლებს.