მუხლუხოვანი სოკო ტრადიციულ მედიცინაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება, მაგრამ მასიური პოპულარობა ათწლეულების განმავლობაში მოიპოვა. მას შემდეგ სოკოს ფასი მხოლოდ იზრდება, დღევანდელი მონაცემებით ერთი კილოგრამი caterpillar fungus-ის სავარაუდო ღირებულება 84 ათას 966 დოლარია.
სოკო შორეულ ტიბეტის პლატოზე და ჰიმალაის მთებში იზრდება. მისი მოპოვება წარმოუდგენლად რთული საქმეა. ნიუ - იორკში 1 გრამი მშრალი მუხლუხოს ფასი 30 დოლარს აღწევს. eBay- ზე კი მომწოდებლები გრამს 125 დოლარს აფასებენ.
სოკო ნეპალის, ტიბეტის, ინდოეთისა და ბუტანის რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. მისი მოძებნა მკრეფავებს ბალახებს შორის, ხელების “ფათურით“ უწევთ. მუხლუხოვანი სოკოს შემოსავალზე ტიბეტში ბევრი ოჯახია დამოკიდებული.