ლონდონში, შოტლანდიური ვისკი Macallan მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ვისკის ბოთლია. აუქციონის სახლი Christie's (კრისტის) „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ვისკი Macallan (მაკალან) უნიკალურ ბოთლშია ჩამოსხმული და ირლანდიელი მხატვრის მაიკლ დილონის მიერ არის მოხატული.
ვისკი 1986 წელს ჩამოისხა; 1926 წლიდან კი კასრში იყო შენახული. 40 ბოთლიდან, რომელიც იმ დროისთვის Macallan-მა გამოუშვა, დილონმა მხოლოდ ერთი ბოთლი მოხატა. ირლანდიელმა მხატვარმა მასზე მაკალანის ოჯახის ისტორიული სახლი გამოსახა, რომელიც ათას 700 წელსაა აშენებული.