საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია. ქვევრების ნაწილები თბილისიდან სამხრეთით, ორ სხვადასხვა ადგილას იპოვეს. ღვინის რამდენიმე ჭურჭელზე ამოტვიფრულია მოცეკვავე კაცისა და ყურძნის გრავიურები. ამ დრომდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება. მკვლევარების ინფორმაციით,ქვევრები ორ ნეოლითის ხანის სოფელში აღმოაჩინეს, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე, თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით.