2020 წელს მსოფლიოში ე.წ. ტარებადი მოწყობილობების - ყურსასმენებისა და „ჭვიანი საათების“, გაყიდვები 28,4%-ით გაიზარდა და 444 მილიონ 700 ათასი ერთეული შეადგინა. ამის შესახებ კვლევითი კომპანია International Data Corporation-ის (IDC) ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, ამერიკული Apple ტარებადი ელექტრონული მოწყობილობების („ჭკვიანი საათები“ და ყურსასმენები) მსოფლიო ბაზარზე ლიდერად რჩება. კომპანიამ 2020 წელს 151 მილიონ 400 ათასი ერთეული ტარებადი ელექტრონული მოწყობილობა გაყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,9%-ით მეტია. ამასთან, ბაზარზე კომპანიის წილი არ შეცვლილა და 34,1% შეადგინა.
Apple-ს ჩინური კომპანია Xiaomi მოსდევს. 2020 წელს კომპანიის გაყიდვების რაოდენობა 21,7%-ით გაიზარდა. Xiaomi-ს წილმა ბაზარზე 11,4% შეადგინა. მე-3 ადგილზე კი ასევე ჩინური კომპანია Huawei-ა. გასულ წელს კომპანიის გაყიდვების დონე 50,7%-ით გაიზარდა. 2020 წელს კომპანიამ მსოფლიო ბაზრის 9,8%-იანი წილი დაიკავა.