გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოს ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მსოფლიოში 152 მილიონი ბიჭი და გოგო იძულებულია იმუშაოს, რათა ოჯახს დაეხმაროს. ამასთან, ამ ბავშვების თითქმის ნახევარი 73 მილიონი საშიშ პირობებში მუშაობს. ყველაზე მეტად ბავშვები აფრიკაში არიან იძულებულები იმუშაონ . მეორე ადგილზეა აზიის ქვეყნები.
ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვთა შრომა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიყენება, თუმცა 10-დან 7 ბავშვი სოფლის მეურნეობაში მუშაობს.