FAO -ანგარიშის მიხედვით, იანვარში დეკემბრის თვესთან შედარებით საფასო ინდექსმა პროდუქტებზე 3,7%-ით მოიმატა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ძირითადად გაძვირებულია ზეთი, მარცვლეული და შაქარი. ფასები ხორცსა და რძის პროდუქტებზე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. "ბლაუნშტაინი" სოფელ პიპილეთში ფერმას ააშენებს შვეიცარულ-ქართულ კომპანია ”ბლაუნშტაინი“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში ფერმას აშენებს. ფერმა 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. კომპანიაში მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტი შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას ითვალისწინებს.