მსოფლიოში პოპულარული გადაცემის Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოში გადაღებები დაასრულეს. გამგზავრების წინ ჯერემი კლარკსონს, რიჩარდ ჰამონდს და ჯეიმს მეის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მსოფლიოში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა გადაცემის ახალი ეპიზოდის მოსამზადებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხე შეარჩიეს. გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველოში Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით იმოგზაურეს. სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ. Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს.