წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ ელეტქრო გამათბობელ საბანს Rakin. როგორც ამბობენ, საბანი ენერგო ბანკზე მუშაობს და ის თავსებადია ნებისმიერი ტიპის USB -კაბელიან ელემენტთან. იდეის ავტორების თქმით, მათი მიზანი იყო შეექმნათ ყველაზე თბილი, მსუბუქი და კომფორტული პლედი, რომელსაც ბუნებაში გამოიყენებთ. მას გათბობის 3 რეჟიმი აქვს, ყველაზე ნელი რეჟიმით მას 9 საათი შეუძლია მუშაობა, საშუალო გათბობით 6 საათი და 45 წუთი ძლებს, ხოლო ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე 4 საათი და 30 წუთი მუშაობს. პლედი გამოიმუშავებს ინფრარედ რადიაციას, რომელიც ნასამ აღმოაჩინა. რადიაციისგან წამოუსლი სითბო აფართოებს კაპილარებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მის ასამუშავებლად საჭიროა თქვენ პლედი USB კაბელით დაუკავშიროთ ნებისმიერ ენერგო ბანკს და სასურველ რეჟიმზე ჩართოთ. საბანს 30 წამი სჭირდება რომ სითბოს გამოყოფა დაიწყოს. როგროც ამბობენ, ის უსაფრთხოა, და ამავდროულად გამძლე. პლედი 500 გრამს იწონის, ადვილად იკეცება და მისი წაღება და მყისიერად გათბობა ყველგან შეგიძლიათ. ის ირეცხება სარეცხ მანქანაში, როგორც ჩვეულებრივი საბანი. გარდა ამისა, პლედი წყალგამძლეა, შესბამისად ის იდეალურია ლაშქრობებისთვის. პლედი ხელმისაწვდომია 2 სხვადსხვა ზომაში და რამდენიმე ფერში.