უკვე დიდი ხანია შეგუებულები ვართ იმ აზრს, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი შესაძლოა, რობოტმა დაიკავოს, მაგრამ სმარტფონებისგან ეს ნამდვილი მოულოდნელობა იყო. შვედეთის პატარა კომფორტულ მაღაზიას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს- თქვენს ჯიბეში არსებული სმარტფონი. ის კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.Associated Press-ის ინფორმაციით, ამ მაღაზიაში სმარტფონი გამოიყენება ყველაფერში შეიძლება, დაწყებული შესავლელი კარის გახსნიდან, შენაძენის დამოუკიდებლად გაკეთებით დასრულებული. ანგარიშსწორება კი თვის ბოლოს არსებული მონაცემების დამუშავების შემდეგ ხდება.