21:48
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველი კვანტური "კომპასი", რომელიც ტრადიციულ GPS სისტემაზე უფრო ეფექტური და ზუსტია
24-11-2018

ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი კვანტური "კომპასი" წარმოადგინეს, რომელიც ნავიგაციის საშუალებას იძლევა თანამგზავრის დახმარების გარეშე. ლონდონის სამეფო კოლეჯის და გლაზგოში მოქმედი კომპანია M Squared-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრის, რასაც ტრადიციული GPS სისტემა ქმნიდა ნავიგაციისას. მათ შორის მაღალ შენობებში დაფიქსირებული ხარვეზებისა და სიგნალის ხარისხის კუთხით არსებულ პრობლემებს. მაგალითად თუ თანამგზავრი სიგნალს ვერ გადმოსცემს ან დაზიანებდა GPS სისტემა სრულიად უფუნქციო ხდება.

"ეს მოწყობილობა მარტივად ტრანსპორტირებადია და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ პირობებში ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის გემებსა და საჰაერო ხომალდებზეც. მოწყობილობა სრული სიზუსტით აჩვენებს მომხმარებელს მიმართულებას", - განაცხადა კომპანია M Squared-ის ხელმძღვანელმა გრაემ მალკოლმმა. იმის გამო რომ მოცულობის გამო, მოწყობილობა ადამიანისთვის სატარებლად რთულია, მისი გამოყენება მხოლოდ მოძრავი ობიექტებიდან შეიძლება.

"კვანტური კომპასი" ადამიანებს ნავიგაციის და სასურველი ადგილის პოვნის საშუალებას მისცემს GPS სისტემის გარეშე. მოწყობილობა მუშაობისთვის იყენებს ატომებს და ლაზერს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები