ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მცირედით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაძვირებას განაგრძობს. 2018 წლის აპრილში ერთი კილოგრამი ოქრო 43 ათას 426 დოლარი ღირდა, ერთი უნცია კი ათას 350 დოლარი, ახლა კილოგრამი ოქრო 41 ათას 882 დოლარი ღირს, ერთი უნცია კი ათას 302 დოლარი.
2019 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი გრამი ოქროს ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 2 დოლარით შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს ფასებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით, ოქროს ღირებულებამ საშუალოდ, 10 ლარით მოიმატა. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში 1 გრამი ე.წ. „ჯართი“ ოქროს ფასი 53 ლარი იყო, ახლა 63 ლარს შეადგენს.