11:33
30 ივლისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მსოფლიოში მსხლის მოსავალი 1,2 მლნ ტონით შემცირდება
22-06-2021

წლევანდელ სეზონზე მსოფლიოში მსხლის მოსავალი მილიონ 200 ათასი ტონით შემცირდება და 22 მილიონ 100 ათას ტონას შეადგენს. მიზეზი ჩინეთის ცუდი ამინდები და ტვირთბრუნვის შემცირებაა. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ამ პროგნოზს პორტალი EastFruit-ი ავრცელებს.
ამერიკელების პროგნოზით, ჩინეთში მსხლის მოსავალი 16 მილიონ ტონამდე შემცირდება, რადგან ხებეის პროვინციაში, სადაც ეს ხილი ყველაზე მეტი რაოდენობით მოყავთ, აპრილში მოყინა.

ჩინეთისგან განსხვავებით, ევროპაში 280 ათასი ტონით მეტ მოსავალს მოელიან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს იქაც ცუდი ამინდები იყო და ფერმერებმა მავნებლებისგანაც იზარალეს, ევროპაში წლევანდელი სეზონის მსხლის მოსავალი 2 მილიონ 300 ათასი ტონა იქნება. თუმცა, დიდი მოსავლის მიუხედავად, ევროკავშირიდან მსხლის ექსპოტი 270 ათასი ტონით შემცირდება.

რაც შეეხება ამერიკულ მსხალს, შტატებში ამ ხეხილის ფართობების შემცირების შედეგად, მსხლის მოსავალი 37 ათასი ტონით შემცირდება და 608 ათას ტონას შეადგენს. სამხრეთ აფრიკაში მსხლის მოსავლის სტაბილურ რაოდენობას - 410 ათას ტონას მოელიან. არახელსაყრელი ამინდების გამო, 43 ათასი ტონით ნაკლები მსხალი მოვა რუსეთში და მთლიანობაში 247 ათასი ტონა იქნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები