2016 წელს მსოფლიოში მილიარდერების რიცხვმა 2 024 შეადგინა, რაც 60 ადამიანით მეტია 2015 წლის მონაცემებზე. ველს რიპორტის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა კაპიტალმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 45%-ით გაიზარდა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს იმ მულტიმილიონრების რიცხვი, რომლებიც 30 მილიონ დოლარს და მეტს ფლობენ, 6 340 ადამიანით გაიზარდა და ჯამში 193 490 ადამიანს მიაღწია.