20:54
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მსოფლიოში მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზრდება
02-06-2017

IMS Health ექსპერტების პროგნოზით, 2020 წლისთვის მსოფლიო ხარჯები მედიკამენტებზე 1,4 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამ ზრდას ისინი უკავშირებენ განვითარებადი ქვეყნების პაციენტებისთვის ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2015 წელს მთელ მსოფლიოში სამკურნალო პრეპარატებზე 1,07 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. გამოდის, რომ ფარმაცევტული ბაზარი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 4-7 %-ით გაიზრდება.

უახლოეს პერიოდში გაყიდვაში გამოვა 225 ახალი სამკურნალო პრეპარატი. მათი მესამედი განკუთვნილია ონკოლოგიური, აუტოიმუნური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და იშვიათ დაავადებათა სამკურნალოდ. ცხადია, ახალი მედიკამენტები ძვირადღირებული იქნება, თუმცა, ექსპერტთა აზრით, მათი მაღალი ფასი ნაწილობრივ კომპენსირდება ორიგინალურ სამკურნალო საშუალებებზე დახარჯული თანხებით. თავის მხრივ, ე.წ. ჯენერიკების გამოყენების არეალის გაფართოება 178 მილიონი დოლარის ეკონომიას გამოიწვევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები