ფრანგულმა ჭიის კომპანია Ectnsect-მა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მწერების ფერმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 372 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მწერებისგან წარმოებული ცილების მთლიან სექტორს აქამდე ამ ოდენობის დაფინანსება არ მიუღია.
Ect insect საკვების ჭიას საკუთარი დაპატენტებული მეთოდით ამუშავებს. გადამუშავებული მატლები საჭმლის მომნელებელი ცილის და სასუქის პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ამ პროდუქტს შეუძლია ჩაანაცვლოს ცხოველური ცილები, რომელსაც ამჟამად თევზისა და მეცხოველეობის მეურნეობებში იყენებენ. აგრეთვე გამოიყენება შინაური ცხოველების საკვებისა და სასუქებისთვის, როგორც ცხოველური ცილები.
გეგმის მიხედვით, ფერმა 2022 წლისთვის დასრულდება და ყოველწლიურად აწარმოებს 100 ათას ტონა მწერს, რომელიც გამოყენებული იქნება შინაური ცხოველების სველი საკვების მომარაგებისთვის. პროექტი მინიმუმ 500 სამუშაო ადგილს შექმნის.
მწერების ფერმა, როგორც ბიზნესი მსოფლიოში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. აქამდე მსგავსი სახის საწარმოს გახსნა აქტუალური თემა არ იყო, რადგან საკვები რესურსები არსებობდა, თუმცა დედამიწაზე შესამჩნევი საგანგაშო სიმპტომების გამო, მსხვილმა კომპანიებმა მწერების ფერმისგან გამომუშავებული ცხოველური ცხიმებით, სხვადასხვა სახის საკვების ჩანაცვლება უკვე დაიწყეს.