მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ის პლატფორმა აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 45.8 მილიონი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.