ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 470 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, გლობალურად ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,518 შეადგინა. მათგან ყველაზე მეტი ფიქსირდება, ჩინეთში - 81 726 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 74 386 ადამიანი, აშშ-ში - 69,018 ადამიანი, ესპანეთში - 49,515 ადამიანი და გერმანიაში -37,323 ადამიანი. პირველ ათეულში ასევე მოხვდა ირანი, საფრანგეთი, შვეიცარია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, Covid-19-ით დაიღუპა 21,300-მდე ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 114,444-მდე ინფიცირებული. 7503 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 3,647 - ესპანეთს, 3169 ჩინეთს, 2 077 ირანს, ხოლო 1 331 საფრანგეთს. ყველაზე მეტი - 61,201 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.