მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 858 000-ს აჭარბებს, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 42 158-მდე გაიზარდა. Worldometers-ის მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში, სადაც დაინფიცირებულია 188 578 ადამიანი. აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები იტალიაში, ჩინეთსა და ესპანეთში ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 12 428 ადამინი გარდაიცვალა, ესპანეთში 8 464, ხოლო ჩინეთში 3 305. ამ დროისათვის კორონავირუსით დაიფიცირებულ პაციენტთა 95%-ის მდოგმაროება სტაბილურია, 5%-ის კი მძიმე.