მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 723 000-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.
Worldometers-ის მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 142 637 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 97 689, ჩინეთში - 81 470, ესპანეთში - 80 110 და გერმანიაში - 62 435 ადამიანი.
რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 779 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული იტალიაში, 6 803 - ესპანეთში, 3 304 - ჩინეთში, 2 640 - ირანში, 2 606 საფრანგეთში და 2 485- აშშ-ში.
გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 151 800-ია, ყველაზე მეტი - 75 700 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.