მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა.
worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რაოდენობა 207 000-ს აღემატება. ვირუსისგან 900 000-მდე ადამიანი უკვე განიკურნა. ამჟამად მკურნალობა 1.8 მილიონ პაციენტს უტარდება. 57 500 პაციენტის, ანუ ინფიცირებულთა 3%-ის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული. მას მოსდევს: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.