მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 164 173-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს დღემდე 552 029 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 030 006 ადამიანი კი - გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კოვიდ 19-ის 3 158 932 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 134 862 და გამოჯანმრთელებულია - 1 392 679 ადამიანი.
აშშ-ს ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი მოჰყვებიან. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამოვლინდა, პირველი ფატალური შემთხვევა კი 10 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში დადასტურდა.