მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 71 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.1 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.