მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 101 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.18 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 73.3 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.