მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 74 514 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 353 000 ადამიანი, 1 654 000 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 20.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.