მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს worldometers-ის პლატფორმა ავრცელებს.
worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში დღემდე კოვიდ-19-ით 33.3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 24.6 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად მკურნალობს 7.6 მილიონი პირი.
გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსს 209 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა 7.3 მილიონი დაავადებულიდან. ფატალური შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზეა ბრაზილია 141 000-ზე მეტი გარდაცვლილით, ხოლო მესამეზე - ინდოეთი 95 000-ზე მეტი დაღუპულით.