მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდნეობამ 10 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის კორონავირუსის შედეგად 10 254 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსით დაინფიცირებულთა რაუდენობამ კი 250 00-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 90 000-მდეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს იტალიაში დაღუპულების რიცხმა ჩინეთში ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კოორნავირუსს 3 405 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ჩინეთში 3 248.
ჩინეთისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება. ქვეყანაში ვირუსს 1 002 ადამიანი ემსხვერპლა.