მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 39 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1.1 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 29.3 მილიონი ადამიანი განიკურნა.
ამჟaმად აქტიური შემთხვევების რიცხვი 8.6 მილიონია. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8.2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი - 7.3 მილიონი ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5.1 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.